თბილისის მერია ვაკის პარკთან მშენებლობას გამორიცხავს

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა.

მისი თქმით, ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა ვაკის პარკში სასტუმროს ტერიტორიის სანაცვლოდ, რაზეც უარი განაცხადეს.

გამორიცხულია ის, რასაც ესენი იძახიან. არ მივიღებ ასეთ ბრალდებებს, თითქოს ჩვენ მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ და ფართები არ შევთავაზეთ. იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს, დიდი არჩევანი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ის შევთავაზეთ და ყველაფერზე უარი მივიღეთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცემერის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, 6-მილიონ დოლარიანი მიწის მონაცვლეობაზე.