თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 27 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში.

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზუბალაშვილების, აბაკელიას, ჩიტაძის, 9 აპრილის, ზიჩის, ჟორდანიას და გრიბოედოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.