თბილისის რომელ უბნებშია ბინებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა?

2021 წლის პირველ ნახევარში, თბილისში, ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლი საბურთალოს რაიონში გაიყიდა. საბურთალოზე წელს 3 000 ბინა რეალიზდა.

გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის დიდ დიღომზეც - 2 700 ბინა;

გლდანი - 2 100 ბინა;

სამგორი - 2 100 ბინა;

ისანი - 1 900 ბინა;

ნაძალადევი და დიდუბე - 1 200 ბინა;

ვაკე - 1 000 ბინა;

კრწანისი, ჩუღურეთი და მთაწმინდა - 500-ზე ნაკლები.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში სულ 16 000 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86.5%-ით მეტია.