თბილისის საქველმოქმედო ბაზრობაზე აზერბაიჯანის კუთხეა წარმოდგენილი

თბილისში საქველმოქმედო ბაზრობა, საახალწლო გამოფენა იმართება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები იღებენ. 

გამოფენა-გაყიდვაზე ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილი კოსტიუმები, სიმბოლური ნივთები და ეროვნული სამზარეულოს შემადგენელი ექსპონატების ასლები იყიდება. სტენდზე წარმოდგენილია ასევე Azerbaijan Travel Showroom -ის ბროშურები, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ასახავს. გარდა ამისა, წარმოდგენილია ბორჩალისა და ყარაბაღის ხალიჩების კუთხეც. 

გამოფენას საქველმოქმედო ხასიათი აქვს. სუვენირების გაყიდვიდან შემოსული თანხა შეჭირვებული მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.