თბილისის უძრავი ქონების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა

"თიბისი კაპიტალმა" განახლებული ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

1-23 ნოემბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 6% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით.

1-18 ნოემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 54%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით.