თბილისსა და ბაქოს შორის, შესაძლოა, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდეს

 სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის დირექტორმა, დავით ფერაძემ ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის 14 მარტიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.