თბილისში ბინების გაყიდვები 4%-ით გაიზარდა

29 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიური ცვლილება დადებით ნიშნულზე რჩება და +4% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

აქვე განმარტებულია, რომ სუბსიდირებულ იპოთეკურს სესხებზე მოთხოვნა აღდგა. უფრო კონკრეტულად, ოქტომბრის თვეში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების წლიური ცვლილება დასტაბილურდა და +16% შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია +0.08 პროცენტული პუნქტით.

ამჟამად იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.2%-ს უტოლდება.