თბილისში ველოსიპედების სერვისი ამოქმედდება

თბილისის მერია ველოსიპედების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის გადასაყვანად მოსახერხებელი სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას აპირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქჩართვისას განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, ველოსიპედებით სარგებლობის საფასურის გადახდა სავარაუდოდ მეტრომანით იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, თბილისში გუშინ ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა.