თელ-ავივში აზერბაიჯანის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა

ისრაელში, ქალაქ  თელ-ავივში აზერბაიჯანის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა. შესაბამის განცხადებას აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო აქვეყნებს.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობების ისტორიაში",- ნათქვამია გამოცემაში.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბბაროვი და ისრაელის ტურიზმის მინისტრი იოელ რაზვოზვოვი.