Tesla-მ რეკორდული მოგება მიიღო

ილონ მასკის კომპანიამ, Tesla-მ წლის მესამე კვარტალში რეკორდული მოგება და შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, კომპანიამ შეძლო ელექტრო მანქანების გაყიდვების გაზრდა ჩიპების დეფიციტის და გლობალური ლოგისტიკის შეფერხების ფონზე.

Tesla-ს შემოსავალი ელექტრო მანქანებიდან გაიზარდა 30.5%-ით, ხოლო მთლიანად ბიზნესიდან - 26.6%-ით. 

კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ მეორედ გადააჭარბა $ 1 მილიარდს და შეადგინა $ 1.62 მილიარდი. 

ენერგეტიკულმა ბიზნესმა, მათ შორის მზის პანელების წარმოებამ, Tesla-ს 806 მილიონი დოლარი მოუტანა. კომპანიამ კიდევ 894 მილიონი აშშ დოლარი მიიღო მანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის, დაზღვევასა და საკუთარი ბრენდის საქონლის გაყიდვისთვის.