Tesla-ს აქციები ისტორიულ მაქსიმუმზეა

Tesla-ს აქციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

კომპანიის აქციები 1,8%-ით გაიზარდა და ერთი აქცია 910 დოლარამდე ღირს. შედეგად,Tesla-მ Facebook Inc-ის აქციის ფასს გადააჭარბა.

წელს Tesla-ს აქციები საშუალოდ 29%-ით გაიზარდა.