TikTok-ის აქტიური მომხმარებლის ყოველთვიურმა რაოდენობამ ზაფხულის სეზონზე 1 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი მთელი 45%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აპლიკაციისთვის ყველაზე დიდი ბაზარი აშშ, ბრაზილია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. აშშ-სა და სხვა ქვეყნების მარეგულირებლების კონტროლის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში TikTok-ის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.