ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 6 მლნ ლარამდე ჯდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილამდე მისასვლელი 10-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 5.9 მილიონი ლარი ჯდება. 

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 

ცნობისთვის, ტობავარჩხილი ტურისტულად ერთერთი მიმზიდველი ადგილია რეგიონში. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.  

 მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ გაიზრდება ამ ადგილის ტურისტულ-ეკონომიკური მნიშვნელობა.