ტოპ-20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია დასახელდა

2022 წლისთვის  მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად Air New Zealand დასახელდა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ AirlineRatings.com იუწყება. 

ტოპ სამეულში ასევე მოხვდნენ Etihad Airways და Qatar Airways.

ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში შედიან: Singapore Airlines, TAP Air Portugal, SAS, Qantas, Alaska Airlines, EVA Air, Virgin Australia / Atlantic, Cathay Pacific Airways, Hawaiian Airlines, American Airlines, Lufthansa / Swiss Group, Finnair, Air France. / KLM Group, British Airways, Delta Air Lines, United Airlines და Emirates.

AirlineRatings.com ითვალისწინებს ფაქტორების ფართო სპექტრს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების შეფასებისას, მათ შორის ავიაკატასტროფებს ბოლო 5 წლის განმავლობაში და ძირითად ინციდენტებს ბოლო ორ წელიწადში.