ცაგერში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, 5 კმ-იან გზაზე მიმოსვლა მოსახლეობისთვის გადაუჭრელი პრობლემა იყო. 

სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი 4 მილიონი ლარით აფინანსებს.