წელს საქართველომ დენი თურქეთს სომხეთს და აზერბაიჯანს მიჰყიდა

2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროენერგიის  ექსპორტის 51.8% მიმართული იყო თურქეთის, 38.4% სომხეთის და 9.9% აზერბაიჯანის მიმართულებით.

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ ელექტროენერგიის ექსპორტზეც იქონია გავლენა. 

"საექსპორტო ბაზრებიდან დაბალი მოთხოვნის და ფასის კლების გამო, 2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 42.7%-ით შემცირდა. ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილის ბოლოს დაიწყო," - ვკითხულობთ მიმოხილვაში.