წელს საქართველომ ტურიზმიდან 704 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების სახით 704 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი  30%-ით მეტია 2020 წლის წლიურ მაჩვენებელზე. 

ამასთამ, მხოლოდ აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა 199 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

აგვისტოში საქართველოს 267.4 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, მათგან 247.2 ათასი ტურისტი იყო.