წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 0.3 პროცენტით შეუმცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 821.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 952.4 მლნ. აშშ დოლარი (2.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.