წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 2,0 ათასი ტონით ანუ 12,8%-ით მეტია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით და2,4 ათასი ტონით ანუ 12,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, აქედან იმპორტის 57,9% (10,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 33,5% (5,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,4% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,1% (0,2 ათასი ტონა) - ალბანეთიდან.

ბიზნესგაერთიანების იფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,5 ათასი ტონა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (130,5 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 59,8% (54,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 24,5% (22,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 8,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 3,5% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,3% (2,1 ათასი ტონა), სომხეთი - 1,0% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა). 

"სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია Covid 19 - ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არ ხდება სანავთობო ბიტუმის იმპორტი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში იყო ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში