ციფრულ ეკონომიკაში კვლევები ჩატარდება

ციფრული ეკონომიკა საქართველოში და რეგიონში, მისი განვითარების მოდელები - BTU-ს კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი კვლევების სერია, საერთაშორისო პარტნიორ ცენტრებთან და სამეცნიერო ინსტიტუციებთან ერთად წარიმართება.

ამის შესახებ report.ge-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (BTU) აცნობეს. 

მათი განმარტებით, ვაშინგტონში მდებარე მაკროეკონომიკისა და განვითარების კვლევითი ცენტრი, კანადის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური კვლევების ცენტრი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და სხვა მაღალრეიტინგული კვლევითი ცენტრები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებთან პარტნიორობით, ინიციატივა 5.0-ს ფარგლებში მიმდინარე ციფრული ეკონომიკის კვლევებში ერთვებიან.

თანამშრომლობის დაწყებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დასრულდა წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და დარგობრივ ორგანიზაციებთან. კვლევები 2021 წლის განმავლობაში ჩატარდება და წლის ბოლოს, ერთიანი ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე კვლევების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა შედგა შემდეგ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან:

ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით, კვლევები დაფარავს შემდეგ სექტორებს: მწვანე ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგია, ციფრული აბრეშუმის გზა, გლობალური პანდემიის მართვა ციფრული ტექნოლოგიებით, ფემტექი, ფინტექი, აგრიტექი, განათლების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.