წინასწარი შეფასებით, სექტემბერში ეკონომიკა 5.2%ით გაიზარდა

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. ამის შესახებ "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხაფა.


"წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2%–ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5%–ია.

სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა: ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ასევე დამამუშავებელი დარგები", – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.