წითელ ხიდზე 3 409 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. უწყების განმარტებით,  საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3 409 ლარი შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ვ.მ.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი გამოვლინდა," - განუცხადეს .report.ge-ს შემოსავლების სამსახურში. 

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 409 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3 409 ლარი შეეფარდა.