წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.

რა გაძვირდა საქართველოში ბოლო ერთ თვეში ნახეთ აქ. 

რა გაძვირდა საქართველოში ბოლო ერთ წლის განმავლობაში პანდემიის ზეგავლენით, იხილეთ აქ.