დღეს ბიზნესომბუდსმენი შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებზე სასაუბროდ კერძო სექტორს შეხვდება

დღეს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე იმსჯელებენ.

შეხვედრა 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.