ტურიზმის აღდგენის გეგმას ტურ-ოპერატორები და გიდები გაეცნენ

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა ტურ-ოპერატორებთან და გიდებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

ისინი მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიებს გაეცნენ, რომელთა შერჩევის კრიტერიუმებს შორისაა: ვაქცინაციის პროცენტულობა, უსაფრთხოება, საჰაერო წვდომა და ვიზიტზე საშუალო დანახარჯები.

შეხვედრაზე ტურიზმის სტრატეგია 2025-ის არსებულ გამოწვევებთან ადაპტირების საჭიროებებზე და ამ მიმართულებთ არსებულ გეგმაზეც ისაუბრეს.