თურქეთ-აზერბაიჯანის გაზსადენის მშენებლობისთვის მზადება დასრულებულია

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იგდირ-ნახჩევანის გაზსადენის მშენებლობისთვის მზადება დასრულებულია. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.

"ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანული მხარის მიერ გარკვეული ტექნიკური მონაცემების დამტკიცებას, რის შემდეგაც  გაზსადენის მშენებლობას დავიწყებთ", - განაცხადა მინისტრმა.

2020 წლის 15 დეკემბერს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იგდირ-ნახჩევანის გაზსადენის პროექტის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის. გაზსადენით წელიწადში 500 მილიონი კუბური მეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდება.

პროექტს აზერბაიჯანული  კომპანია SOCAR და თურქული კომპანია BOTAŞ განახორციელებენ.