თურქეთი აზერბაიჯანთან სარკინიგზო გზის მშენებლობას იწყებს

თურქეთი აზერბაიჯანთან სარკინიგზო გზის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა. საუბარია აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისკენ რკინიგზის მშენებლობაზე.

კარაისმაილოღლუს განმარტებით, თურქეთი აპირებს გახდეს "ლოგისტიკური სუპერ ძალა".

მისივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთმა 5,7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რკინიგზის მოდერნიზაციასა და მშენებლობაში. მათ შიროსაა თურქეთი,-საქართველო- აზერბაიჯანის სარკინიგზო დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK).

როგორც კარაისმაილოღლუ განმარტავს, რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყდა ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც წინასწარი კვლევების ჩატარების შემდეგ დაიწყება.

ცნობითვის ნახიჩევანი აზერბაიჯანის ერთადერთი რეგიონია, რომელსაც საზღვარი აქვს თურქეთის ტერიტორიასთან. ამავდროულად, ორი ქვეყნის საზღვრის სიგრძე მხოლოდ 10 კმ-ია და გადის მდინარე არაქსის გასწვრივ. 1992 წელს აშენდა ხიდი არაქსის გადაღმა, რომელზეც გაივლის სწორედ ეს სარკინიგზო მაგისტრალი. ამ მაგისტრალის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დანაცხადეს, რომ აპირებენ, აშენდეს რკინიგზა ნახიჩევანსა და თურქეთის ქალაქ იგდირს შორის.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმება, სხვა პირობებთან ერთად, აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნასაც ითვალისწინებს.