თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია

თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი იმპორიორი ქვეყნებია. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში იმპორტი 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს  გაუტოლდა, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტის იმპორტის მაჩვენებელზე.