თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის გაყვანას 2022 წლიდან დაიწყებს

შავი ზღვის თურქულ სექტორში, საკარიას საბადოს განვითარების ფარგლებში, გაზსადენის გაყვანა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა,  ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. 

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დარგის განვითარების საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მილები შეკვეთილია.

2020 წლის 21 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყანა შავ ზღვაში გაზის მოპოვებას 2023 წლისთვის დაიწყებდა. საკარიას საბადოს "დუნაი-1-ის" მონაკვეთზე გაზის მარაგების მოცულობამ 405 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.