თურქეთი შავ ზღვაში პირველ ბურღვით კვლევას იწყებს

 თურქული მედია სააგენტო ANADOLU AGENCY-ის ცნობით, თურქეთი შავ ზღვაში პირველ ღრმა საძიებო-ბურღვით კვლევას იწყებს.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ოფშორული საძიებო კვლევების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის. 

თურქული გემი შავ ზღვაში პირველ საძიებო-ბურღვით სამუშაოებს  ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

2020 წლის საპრეზიდენტო პროგრამის მიხედვით, თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, წელს, რესურსების საძიებლად 5 გაბურღვის ოპერაციას ჩაატარებს.