თურქეთის ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს

თურქეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ლირის რეკორდული ვარდნის ფონზე, ახალი პირდაპირი სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.

პარასკევს დილით გამართულ აუქციონზე თურქული ვალუტის ღირებულება 2%-ით დაეცა. ამ მომენტისათვის, დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 13,89 ლირას შეადგენს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 25%-მდე გაიზრდება.

ლირის ვარდა კიდევ უფრო დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.