თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დისკონტის განაკვეთი შეამცირა

დღეს შედგა თურქეთის ცენტრალური ბანკის (TMB) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი შეხვედრა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დისკონტის განაკვეთი შემცირდა 1 პროცენტული პუნქტით - 19%-დან 18%-მდე.

შეგახსენებთ, რომ დისკონტის მაჩვენებელი გასული წლის 24 დეკემბერს TMB-ის შეხვედრაზე 15%-დან 17%-მდე გაიზარდა, ხოლო 18 მარტის შეხვედრაზე - 17%-დან 19%-მდე.