თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $24 მლრდ-ს მიაღწია

თურქეთის ტურისტული ინდუსტრიის შემოსავალმა 24 მილიარდ დოლარს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ, მეჰმედ ნური ერსოიზე  დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, 2022 წელს შემოსავლის 34,5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება. 

გამოცემის ცნობით, პანდემიის მწვერვალზე - 2020 წელს, თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 12 მილიარდი დოლარი.

მინისტრს მიაჩნია, რომ მაისთან ახლოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ტურიზმის სექტორის აღდგენა, რომელიც 2021 წელს არის დასახული, ახალ იმპულსს შეიძენს.