თურქეთმა აშშ-ში დაფუძნებული ფონდისა და 770 პირის ანგარიშები გაყინა

თურქეთმა ტერორიზმის დაფინანსების მოტივით 770 ადამიანისა და აშშ-ში დაფუძნებული ფონდის აქტივები გაყინა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ჩიკაგოში მდებარე "ნიაგარას ფონდის" აქტივები აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირთან, ფეთულა გიულენთან კავშირების გამო გაიყინა, რომელსაც თურქეთი 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

ამასთან, ფეთულა გიულენთან კავშირების გამო გაიყინა 400-ზე მეტი ადამიანის ქონება.

ასევე გაიყინა 200-ზე მეტი პირის ქონება, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში.