თურქეთში პირველ საზღვაო ტაქსის გამოცდიან

თურქეთი საკუთარი წარმოების პირველი საზღვაო ტაქსის გამოცდას იწყებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 50 ტაქსი შეიქმნება, აქედან 5 ელექტროენერგიაზე იმუშავებს.

"საზღვაო ტაქსები იმუშავებენ ისეთ ადგილებში, სადაც არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეკიპაჟი ორი ადამიანისგან შედგება", - აცხადებს City Lines-ის აღმასრულებელი დირექტორი, სინემ დედეტაში.