Turkish Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს

Turkish Airlines-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ფრენების აღდგენის გეგმა შეიმუშავა.

ივნისიდან ავიაკომპანია 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში კვირაში დაახლოებით 75 რეისს განახორციელებს.

ივლისში ეს მაჩვენებელი 572-მდე გაიზრდება, აგვისტოში კი 937-მდე.

Turkish Airlines-მა შიდა და საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად 28 მაისამდე შეწყვიტა.