Turkish Airlines თბილისსა და ბათუმს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Turkish Airlines თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სიხშირეს ზრდის. Report.ge-ის ცნობით, ამას შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავრცელებს.

2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ემატება 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე, 8 იანვრიდან დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში 5-ჯერ.

მათივე ცნობით, Turkish Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 22 დეკემბერს მიენიჭა.