თურქული ლირა ერთ წელში 45%-ით გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლირის კურსი კიდევ 1%-ით დაეცა. 

დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 13,8 ლირას შეადგენს. 

თურქული ვალუტა, რომელიც წლის დასაწყისში ერთ დოლარზე 7,4 ლირად ვაჭრობდა, წლის განმავლობაში 45%-ზე მეტით დაეცა.

ლირის ვარდა კიდევ უფრო დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.