თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

თურქეთის პრეზიდენტის მიერ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის გათავისუფლების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქული ლირა 1%-ით დაეცა. ამ დროისათვის 1 აშშ დოლარი 9.13 ლირა ღირს.

თურქულმა ვალუტამ წელს დაკარგა თავისი ღირებულების მეხუთედი აშშ დოლართან მიმართებაში. 

გასული თვიდან მოყოლებული, ლირა დოლართან მიმართებაში 6%-ზე მეტით გაუფასურდა.