თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა

სავაჭრო მონაცემებით, თურქული ლირა დოლართან მიმართებით კვლავ უფასურდება და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოდის. 

ამ დროისათვის, ერთი აშშ დოლარი 9,83 ლირა ღირს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს, 21 ოქტომბერს, დისკონტის განაკვეთი 18-დან 16%-მდე შეამცირა, რამაც ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ დონეზე გააუფასურა.

დისკონტის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულად მაღალი ინფლაციის გამო მიიღო - სექტემბერში ფასების ზრდა 20%-მდე დაჩქარდა.