უნგრეთში ბიტკოინის შემქმნელს ქანდაკება დაუდგეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბიტკოინის შემქმნელს, სატოში ნაკამოტოს ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს. ამის შესახებ გამოცემა Euronews წერს.

აღსანიშნავია, რომ სატოში ნაკამოტო ფსევდონიმია და მის უკან უცნობი პიროვნება ან დაჯგუფება დგას.

ბრინჯაოს ბიუსტს ამრეკლავი სახე აქვს აქვს, სადაც საკუთარი გამოსახულების დანახვაა შესაძლებელი.