ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა

მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა და 506.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაში".

სებ-ის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მაისში 1.5 პროცენტი იყო. 

ვადაგადაცილებული სესხების 34.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.6 პროცენტს გაუტოლდა.