ვადაგადაცილებული სესხები 4.0 მლნ ლარით შემცირდა

ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 4.0 მლნ ლარით შემცირდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. 

ვადაგადაცილებული სესხების 32.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. 

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით 56.1 პროცენტამდე გაიზარდა.