ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისს გაიხსნება

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. 

"ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ცნობისთვის, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 800-მდე სავალუტო ჯიხური მოქმედებს და ყოველდღიურად მილიონამდე მომხარებელს ემსახურება. სექტორი 4000 მდე ადამიანს ასაქმებს.

სავალუტიო ჯიხურების მომსახურება 31 მარტიდან შეწყდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.