ვენესუელა ნავთობს და ოქროს ეროვნულ კრიპტოვალუტაში გაყიდის

El Nacional-ის ცნობით, ვენესუელა ნავთობს და ოქროს ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროს სანაცვლოდ გაყიდის. ამის შესახებ ქვეყნის დეფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენესუელა წარმატებით ნერგავს კრიპტოვალუტას მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ცნობისთვის, დეკემბერში პენსიონერებმა და სახელმწიფო მოხელეებმა საახალწლო დანამატები პეტროში მიიღეს.

პეტროს ღირებულება ვენესუელაში მოპოვებული ნავთობის ერთი ბარელის ფასზეა მიბმული.

„ჩვენ უკვე ვყიდით პეტროს სანაცვლოდ რკინას და ფოლადს. გვაქვს გაფორმებული კონტრაქტები ნავთობით, ფოლადის, რკინისა და ალუმინის გაყიდვაზე. გარდა ამისა, პეტროს სანაცვლოდ გავყიდით ქვეყანაში მოპოვებული ოქროს ნაწილსაც“, - განაცხადა მადურომ.

კრიპტოვალუტა პეტროს შექმნა მადურომ 2017 წლის ოქტომბერში დააანონსა, გაყიდვა კი 2018 წლის თებერვალში დაიწყო.