ვენესუელა სახელმწიფო ნავთობკომპანიას ყიდის

 Bloomberg-ის ვენესუელის ხელისუფლება სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრივატიზებას გეგმავს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ «Роснефть»-თან, ესპანურ Repsol-თან და იტალიურ Eni-სთან.

პრივატიზება, თუ ის შედგება, ქვეყნის ხელისუფლებას მსხვილი უცხოელი ინვესტორების მოზიდვის და სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს ვალების ნაწილის რესტრუქტურიზაციის საშუალება მიეცემა.

Businessinsider - ის ცნობით, ვენესუელის კონსტიტუცია ბუნებრივი რესურსების გასხვისებას კრძალავს, შესაბამისად, ამ გარიგების რეალიზებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლიდან PDVSA იმყოფება ამერიკული სანქციების ქვეშ, ანუ ამერიკულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ მასთან რაიმე ურთიერთობების დამყარება, ხოლო არაამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა PDVSA-სთან უმკაცრესი სანქციებით ემუქრებათ.აკრძალვები ასევე ეხება მის შვილობილ კომპანიას - Citgo Petroleum-ს.

გამოცემების ცნობით, ვენესუელის ხელისუფლება თავიდან უცხოურ კომპანიებს ინვესტიციების ჩადებას და მოგებიდან წილის მიღებას სთავაზობდა. ამავე დროს გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ნავთობკომპანიის დავალიანების ნაწილის კონვერტირება აქციებში და მათი კრედიტორებისთვის გადაცემა.

ამჟამად PDVSA -ს ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა. ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 700 000 ბარელამდე შემცირდა, ეს მაშინ როდესაც ვენესუელა ფლობს ნავთობის ყველაზე დიდ მარაგს მსოფლიოში.

სპეციალისტები კომპანიის სირთულეებს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ. მათი თქმით, კომპანია ამ მდგომარეობამდე მივიდა ჰიპერინფლაციისა და სავალუტო მარაგების თითქმის ამოწურვვის გამო.

Reuters-მა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაწერა, რომ PDVSA-მ ფაქტობრივად გადასცა კონტროლი ნავთობსაბადოებზე უცხოელებს, ხოლო აშშ-ს წარმომადგენელმა ვენესუელის საკითხებში განაცხადა, რომ რუსული კომპანიები ქვეყნის ნავთობმოპოვების თითქმის 70%-ს აკონტროლებენ.