ვინ ააშენებს სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთს

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ წინა საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. 

ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

წინა საკვალიფიკაციო წინადადება 24-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წრამოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, პირველ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტენდერი ხელმეორედ გამოცხდდა.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2სატრანსპორტო კვანძის, საქონლისადა საველე გასასვლელებისმშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნულიგზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.