ვინ გამდიდრდა კორონავირუსის პანდემიის დროს

ამერიკელმა მილიარდერებმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის პანდემიის დროს ქონება კიდევ უფრო გაზარდეს. 

Americans for Tax Fairness და Institute for Policy-ის კვლევის მიხედვით, 18 მარტიდან 19 მაისამდე, აშშ-ის 600-მა ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ, ერთიანობაში 434 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

ყველაზე მეტად ჯეფ ბეზოსის კაპიტალი გაიზარდა (+34,6 მილიარდი აშშ დოლარი). მის შემდეგ კი Facebook-ის თავკაცი მარკ ცუკერბერგი მოდის (+25,3 მილიარდი აშშ დოლარი). Microsoft-ის შემქმნელის და ბოლო დროის შეთქმულების თეორიების მთავარი გმირის, ბილ გეითსის ქონებას კი, 8 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა. მოხუცმა ფინანსურმა გენიოსმა და Berksire Hathaway-ის დირექტორმა, უარენ ბაფეტმაც შეჰმატა თავის კაპიტალს 564 მილიონი აშშ დოლარი. 

საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდ წარმატებებს იმ კომპანიების მფლობელებმა მიაღწიეს, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორს წარმოადგენენ. პანდემიის პერიოდში, უამრავი პროცესი ელექტრონულ რეჟიმში იმართება. 

წყარო : CNBC