Visa-ს კვარტალური მოგება 9%-ით გაიზარდა

აშშ-ს უმსხვილესი საგადახდო სისტემის ოპერატორმა, Visa-მ წმინდა მოგება მესამე ფისკალურ კვარტალში 9%-ით გაზარდა - 2.58 მილიარდ აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, კომპანიის შემოსავალი 27%-ით - 6.13 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

Visa–ს კვარტალურმა შემოსავალმა 6,13 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 4,84 მილიარდი იყო.

კომპანიამ, გასული კვარტალის განმავლობაში, 42.6 მილიარდი ბარათის ოპერაცია დაამუშავა, რაც 39%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.