Xiaomi-მ რობოტი ძაღლი წარადგინა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ ახალი ოთხფეხა რობოტი CyberDog წარადგინა. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი The Verge წერს.

დეველოპერების აზრით, რობოტს 12 კმ / სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. მისი წონაა 3 კგ-ია. იგი აღჭურვილია კამერებით, შეხების სენსორებით, GPS მოდულით და ფართო კუთხის ლინზებით. 

CyberDog შემუშავებულია ამერიკული კომპანია Nvidia–ს ხელოვნური ინტელექტის Jetson Xavier-ის პლატფორმაზე. 

Xiaomi-ის დეველოპერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რობოტის პროგრამული უზრუნველყოფა ღია წყაროა. ცნობილია, რომ პირველი პარტია  1000 ერთეულისგან შედგება. რობოტის ღირებულება 9999 იუანს (დაახლოებით 1,540 აშშ დოლარი) შეადგენს.